მათემატიკა-წილადები
მუსიკა- ნოტის გრძლიობა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წილადის ამოკითხვა,წერა, შედარება, მუსიკაში გამოიცნოს ნოტის გრძლიობა.დაყოს მთელი ნოტი: ნაწილებად: ნახევარი, მეოთხედი ,მერვედი. გაარკვიოს და დააკავშიროს ნოტის და წილადის მსგავსება-განსხვავება.
თარიღი: 2 დეკემბერი
საგანი: ინტეგრირებული მუსიკა
და მათემატიკა.
კლასი: მეოთხე.
პედაგოგი: ხათუნა
ოქრიაშვილი .
თემა: მთელი და
ნაწილი, ნახევარი, მესამედი, მეოთხედი.
ნოტისა და პაუზის გრძლიობა.
სტანდარტი/
ინდიკატორი
|
1. განასხვავებს, ადარებს,
ასახელებს მთელის ნაწილებს.( ნახევარი,
მესამედი, მეოთხედი.).
2. ახდენს ნაწილის,
როგორც მთელის ტოლ ნაწილად
დაყოფის დემონ- სტრირებას.
3. განასხვავებს მაჟორს
და მინორს.
4. ასახელებს და წერს ნოტებს 5
ხაზიან სანოტო სისტემაზე.
5. განასხვავებს
ერთმანეთისაგან მუსიკალურ საკრავებს.
6. ტაშით გამოხატავს
რიტმს.
7. ასხვავებს
გრძლიობებს , წერს
პაუზას და ნოტს.
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
მოსწავლემ შეძლოს მთელი
რიცხვის დაყოფა ნაწილებად, ამოიცნოს ერთი
მათგანი მთელის რა
ნაწილია.
ამოიცნოს მთელი ნოტი, ნახევარი, მეოთხედი. მათი გრძლიობები
განარჩიოს ერთმანეთისაგან.
ამოიცნოს ვიოლინოს გასაღები.
მარტივი
რიტმული ნახატი გამოხატოს
ტაშით.
|
ორგანიზაციის
ფორმა
|
მთელი
კლასი. ინდივიდუალური .
|
შეფასება
|
ზეპირი
კომენტარი -განმსაზღვრელი.
|
აქტივობები:
|
1.
პითაგორას მონოქორდი - თხრობა-
3 წთ.
2. მაჟორი
და მინორი ---- განმარტება-- 1წთ.
3.
მუსიკალური საკრავები-
1წთ.
4.
მუსიკა და მათემატიკა- მთელის
ცნება---- 3წთ.
5. კითხვა -პასუხი-
(წილადი ,მთელი, ნახევარი) 2წთ.
6. დარიგებული ფიგურების
და კვ. დღ. ამოცნობა დანაწილება. 3წთ.
7. მუსიკა და მთელი
ნოტი- 3წთ.
8. სანოტო
სისტ ნახატების გარჩევა-
( ნახ.1 და
ნახ. 2) 4წთ.
9. შედარება- ნოტი და
მთელი რიცხვი.
5 წთ.
10. პაუზა:
ახალი მასალა.
5წთ
11. ჩამორიგებული ნოტების
გრძლიობების კაკუნით გამოხატვა. 5წთ.
12.
ვენის დიაგრამით შეფასება 2წთ.
13.
პანდორას ყუთი და მითი
- პინგვინების ცეკვა. 5წთ.
14. შეფასება
3წთ.
|
რესურსი
მეთოდი
|
სახელმძღვანელოები : მათემატიკა,
მუსიკა, დაფა ცარცი,
ფურცლები ,
ყუთი,
ფიგურები,მუსიკა.
ფანტაზია,ზეპირი
ანგარიში,ცდა და ექსპერიმენტი,დაკვირვება.ვენის დიაგრამა, T დიაგრამა.
|
--1--
გამოწვევის
ფაზა: ,, პითაგორას მონოქორდი’’
,, ისწავლე ის ,რისი სწავლაც
აუცილებელია.“- არიგებდა
ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი პითაგორა თავის მოწაფეებს. (ისაუბრებენ მოსწავლეები) პითაგორა საბერძნეთში დაიბადა
,კუნძულ სამოსზე. მან
სამშობლო ადრე დატოვა,
ჯერ ეგვიპტეში ,ხოლო შემდეგ ბაბილონში გაემგზავრა: მათემატიკის,ასტრონომიის
და მუსიკის შესასწავლად. ევროპაში დაბრუნებულმა სიცილიაში სკოლა დააარსა .
საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ,ახალგაზრდები ამ სკოლაში განათლების მისაღებად. პითაგორა ბევრს ფიქრობდამუსიკასა
და მათემატიკაზე, მათ კავშირზე, მას სჯეროდა
რომ სამყარო მოწესრიგებული და ჰარმონიულია და ეს
წესრიგი ციფრებზეა
დამოკიდებული. მუსი-კაში კი
ასეთ ჰარმონიას ნოტები და
ინტერვალები ქმნიან. ინტერვალების ასაჟღერებლად პითაგორამ მარტივი ხელსაწყო
გამოიგონა: --ხის ოთხკუთხედზე ერთი სიმი გააბა, და ზედ მოძრავი ხის ჯორაკი
დაამაგრა. ჯორაკის გადაადგილებით სხვადასხვა სიმაღლის ინტერვალებს აჟღერებდა.
კითხვა-პასუხი:
1) აბა ვინ გამოიცნობს ,რომელ
ხელსაწყოზეა საუბარი? (ეს იყო მონოქორდი) .
2) როგორ უკრავდნენ მასზე? (
მასზე უკრავდნენ : თითებით , ჯოხით,
პატარა ხის ჩაქუჩით.)
3)
ადამიანები ზოგჯერ სევდიან ხასიათზე არიან, ზოგჯერ კი მხიარულ და სადღესასწაულო განწყობაზე. მოდით გავიხსენოთ
მუსიკალურ ლექსიკონში რა ჰქვია მათ. რომელ ტონალობაში იწე- რება სადღესასწაულო სიმღერები? ( ასეთი სიმღერები ,,მაჟორულ
ტონალობაში“ იწერება. მაჟორი მტკიცეს
, დიდს ნიშნავს ფრანგულად)
4)
სევდიანი
მუსიკა რომელ ტონალობაში
იწერება ? (ეს არის მინორული , რაც
პატარას და მცირეს ნიშნავს.)
5)
მეცნიერები
დიდი ხანია ბჭობენ:რომელი მათგანი შეიქმნა პირველად? სიმღერა თუ მეტყველება? ამაზე
დიდი სიყვარულით გვიმღერის ინოლა
გურგულია; (ვმღერით ყველა:
,,პირველად იყო
სიმღერა ,
გალობა
მრავალხმიანი.
და სიმღერისთვის
შეიქმნა ... ა დ ა მ ი ა ნ ი.......“.
6)
და
ეს ადამიანი ვინ იყო თქვენის აზრით ? (
ეს ადამიანი იყო პითაგორა.)
7)
უწინ
დიდმა მეცნიერმა ჯერ კიდევ არ
იცოდა რომ მისი მონოქორდი გახდებოდა ფორტეპიანოს
წინაპარი. გადიოდა წლები და
ათასწლეულები. ადამიანებმა დაამზადეს :
როგორი ინსტრუმენტები? ( ჩასაბერი,სიმებიანი, დასარტყამი, კლავიშებიანი,
სიმებიან-ხემიანი. )
8)
მოდით
უცებ გავიხსენოთ რომელ საკრავებს იცნობთ?(
ყველა მოსწავლე გაიხსენებს და ჩამოთვლის მისთვის
საყვარელ ინსტრუმენტს---საყვირი, პიანინო,დოლი,გარმონი,ფლეიტა, არფა და
სხვა.)
9)
რა
ჰქვია მუსიკალურ სამყაროში მოღვაწე
ადამიანს? ( მუსიკოსი,კომპოზიტორი.)
პითაგორა იყო მუსიკოსიც და მათემატიკოსიც. მუსიკაში
მთავარია--ნოტები, მათემატიკაში-- რიცხვები. ორივე სხვადასხვა
სფეროა და მათ აერთიანებს მთელის
ცნება.
გონებრივი იერიში---------------- ვის უყვარს
ვაშლი? ( მე მიყვარს,დიახ
მეც მიყვარს,)
1)მთელი ვაშლის
მირთმევა გირჩევნიათ თუ
ნაწილებად დაჭრილის? (მთელის....იმიტომ რომ
დიდია)
2) მე მაქვს
თქვენთვის 13 ვაშლი , თქვენ 12-ნი
ხართ. ბავშვებო მინდა გაგინაწილოთ.
თითოს რამდენი გერგებათ? (1-1 და დარჩება
1 ზედმეტი)
3)ამ შემთხვევაში ზედმეტი ვაშლი უნდა დავჭრათ. თითოეულს კიდევ გერგებათ რაღაც პაწია
ნაწილი.ასეთ პაწაწინა ნაწილებს
კი წილადები ჰქვიათ.
--2--
ჯგუფური მუშაობა:
მე
თქვენ ჩამოგირიგებთ ფიგურებს და თქვენ დაყავით მითითებულ ნაწილებად.:




44
3
ნაწილი 2
ნაწილი 4ნაწილი 2ნაწილი
ნაწილები ყველგან გვხვდება. მაგალითად კვირის დღეები კვირის მეშვიდედია , იმიტომ რომ კვირაში 7
დღეა.
1--- კ ვ
ი რ ა
|
||||||
ორშაბათი
|
სამშაბათი
|
ოთხშაბათი
|
ხუთშაბათი
|
პარასკევი
|
შაბათი
|
კვირა
|
ორშაბათი--კვირის 1
მეშვიდედია.( 1/7 )








6)
სანოტო სისტემა იწყება?
(გასაღებით).






![]() |
![]() |
||||||
![]() |
![]() |
||||||




დაფაზე დაიხაზება T დიაგრამა (ერთ მხარეს ჩამოიწერება ნოტების დაყოფა: მთელი ნახევარი
მეოთხედი,მერვედი . მეორე მხარეს
კი --რიცხვები: მთელი ,1/2,1/4,1/8 ) გავაკეთებთ შედარებას.
უცებ ყველა
გაჩუმდით .
ახალი თემაა: ,,პაუზა“
ბავშვებო თქვენ უცებ გაცუმდით.სწორედ ეს
არის პაუზა. იგი ლათინური
სიტყვაადა გაცერებას, შეწყვეტას ნიშნავს.
ისევე როგორც ნოტებს პაუზებსაც თავისი
გრძლიობები ააქვს. არსებობს მთელი,
ნახევარი ,მეოთხედი და მერვედი პაუზა. დღეს
გასწავლით მთელი პაუზის
წერას.იგი იწერება მე-4 სანოტო
ხაზის ქვემოთ. ითვლის 4 თვლას.
–3--
მხიარული აქტივობა (ჩამოვურიგებ პატარებს დახატულ
სხვადასხვა გრძლიობის ნოტებს და მათ ფანქრის
კაკუნით უნდა გამოხატონ მათი გრძლიობა.)
ჩამოვთვალოთ
ნოტები: (
დო,რე,მი,ფა,სოლ.ლა.სი.) რა
არის ეს? (ეს არის
ერთი ოქტავა)
ოქტავაში 7 ნოტია. თითოეული
ნოტი არის ოქტავის
1/7 ნაწილი,
აბა ჩემო
პითაგორას შთამომავალნო ვენის
დიაგრამა შევავსოთ და შევაფასოთ
ჩვენი გაკვეთილი:
მათემატიკა
მუსიკა

დ

ახლა კი მომისმინეთ ცოტა განვიტვირთოთ მე თქვენ
წაგიკითხავთ ბერძნულ მითს :
,,პანდორას ყუთი“
შემდეგ კი მუსიკის თანხლებით
ვიცეკვებთ პინგვინების ცეკვას, სადაც
გამოვიყენებთ ნოტის გრძლიობებს და
შევუსაბამებთ ნაბიჯებს,შემდეგ კი ჩემს
პინგვინებს დავაპურებ და გავუმასპინძლდები ნამცხვრის მეთორმეტედი ნაწილებით,იმიტომ რომ მყავს
არაჩვეულებრივი 12 მეოთხე კლასელი
მოსწავლე.
მითი:
ადამიანები უზომოდ მადლიერნი იყვნენ
პრომეთესი. მან ხომ ღმერთებს ცეცხლი
მოპარა და ადამიანებს ჩამოუტანა.ამის გამო ზევსი სასტიკად გაუბრაზდა პრომეთეს და
ის კავკასიონზე მიაჯა-ჭვა. ზევსი
ადამიანებზეც გაბრაზდა და მათ დასჯა
გადაწყვიტა.
მან დანარჩენ ღმერთებს ქალის შექმნაში დახმარება სთხოვა.
მან შექმნა ქალი და დაარქვა პანდორა.
ზევსმა პრომეთეს ძმას ეპიმეთეს და მის ცოლს პანდორას ჩააბარა ერთი ყუთი და უთხრა: ,,არასოდეს გახსნათო“ . პანდორამ ვერ მოითმინა და გახსნა ყუთი. იქიდან
შემზარავი წივილი ისმოდა.
ამოვიდა ათასგვარი საშინელება, :შიმშილი,
ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი.,ტკივილი. სულ
ბოლოს ერთი ლამაზი რამ ამოფრთხიალდა :ეს
იყო იმედი.
იმის გამო
რომ არსებობს იმედი ადამიანები სასოწარკვეთას აღარასოდეს
ეძლევიან.
ირთვება
მუსიკა --იწყება ცეკვა.
პატარები მიირთმევენ ნამცხვრის მეთორმეტედს..
გაკვთილს ვამთავრებ მხიარულ ნოტაზე,
გამოვყოფ იმათ ვინც
იყოჩაღეს და შევაქებ, ავღნიშნავ პასიურ
მოსწავლეებსაც. გამოვთქვამ იმედს რომ შემდეგში უკეთესნი იქნებით. ისწავლით
და წარმა-ტებას მიაღწევთ.